ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
364 21 მაისი 2020, 21:21

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზები ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველდღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, „ისტების“ დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის,“ - ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ.

სამოქლაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ გუნდის წევრები არიან: ანა დოლიძე, ლელა გულედანი, თამარ ჯაფარიძე, ნიკოლოზ გვაზავა, ნინო წულაძე, ხატია მირცხულავა, ლაშა ანაკიძე, მარიამ რუხაძე, ქეთევან მუსერიძე, ნიკო ქვაცაბაია და მაკა ტოხიშვილი.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
არქივი