ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 28 მარტი 2024, 14:19

შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა „ვივამედში", თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!

„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! როგორც მახსოვს გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დედისა და უამრავი მნახველის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დამნაშავეზე გვითხრეს, რამდენიმე უკურნებელი სენისა და წამების მსხვერპლიც იყო, მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა „ვივამედში", რომლის ექიმების პროფესიონალიზმში მე პირადად ეჭვიც არ მეპარება თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
კახა კალაძე რეპერი „მასტერის“ კლიპს აზიარებს
ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
არქივი