მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
98 26 ივნისი 2020, 13:42

ბუნდესტაგის წევრი მარკუს ჰელდი ოპოზიციას მოუწოდებს, უარი არ თქვან ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკებული შედეგის მხარდაჭერაზე - ამის შესახებ მარკუს ჰელდი  tagesspiegel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სტატიის თანახმად,  სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისა და საარჩევნო რეფორმის დანერგვის მიზნით. ჯამში 150 წევრით დაკომპლექტებულ საკანონმდებლო ორგანოში ხსენებულმა ინიციატივამ 115 კანონმდებლის ხმა მიიღო.

ხანგრძლივი და ზოგჯერ რთული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები კომპრომისზე წავიდნენ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების კენჭისყრისას. გერმანიის ფედერალური პარლამენტისა (ბუნდესტაგის)და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრის მარკუს  ჰელდისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ.

კომპრომისი მდგომარეობს შემდეგში: 150 პარლამენტის წევრიდან 120-ის არჩევა მოხდება პროპორციული სისტემით, დანარჩენი 30 ადგილი მაჟორიტარული პრინციპით განისაზღვრება. ამასთანავე, ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტის მიმღები პარტიები პარლამენტში მოხვდებიან. ასევე შეთანხმებულია, რომ ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მქონე პარტიები ვეღარ იქონიებენ უწინდელ საპარლამენტო უმრავლესობას.


„ხმის მიცემის ახალი სისტემა ძალაში უნდა იყოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის“ აცხადებს მარკუს ჰელდი და დასძენს, რომ „1991 წელს სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იქნება საქართველოსთვის“.

ეს ქართველების გამარჯვება იქნება, რადგან ხმის მიცემის სამართლიანი სისტემა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია ჯეროვანი დემოკრატიისთვის. 

მარკუს ჰელდი იქვე აცხადებს, რომ „ამომრჩეველთა ხმები აღარ დაიკარგება თუ საარჩევნო უბანზე კანდიდატი გამარჯვებულის უკან აღმოჩნდება. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც აბსოლუტური გამარჯვების მქონე კანდიდატის უკან მდგომი და ამდენად მეორე ადგილზე გასული კანდიდატები პარლამენტში მაინც მოხვდებიან პროპორციული სისტემის წყალობით.“

„სამწუხაროდ,  მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განზრახ შეიკავეს თავი მეორე მოსმენაში მონაწილეობისგან“ დასძენს ბუნდესტაგის წევრი და ყველა პარტიას მოუწოდებს საარჩევნო რეფორმის რაც შეიძლება მეტი ხმით მხარდაჭერისკენ, რადგან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერდნენ მხარს 8 მარტის შეთანხმებას. „ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყოველთვის აქებდნენ საარჩევნო რეფორმას და აცხადებდნენ, რომ ყველა პარტიამ უნდა მისცეს მას ხმა“ აცხადებს მარკუს ჰელდი. თუ ეს არ მოხდა, 31 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ძველი კანონის შესაბამისად ჩატარდება და შეურიგებელ  კონფრონტაციას ვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ყველას დაჟინებით ვთხოვ  დაიცვან შეთანხმება სიტყვითა და საქმით, სრულად აღასრულონ მისი სულისკვეთება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რათა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა წარმატებით დამტკიცდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. „ეს იქნება საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის მიღწეული წარმატება“. 

https://www.tagesspiegel.de/advertorials/ots/abgeordnetenbuero-marcus-held-mdb-georgien-mit-wahlrechtsreform-auf-dem-richtigen-weg-bundestagsabgeordneter-marcus-held-spd-fordert-opposition-auf-sich-nicht-zu-verweigern-und-das-gemeinsam-verhandelte-ergebnis-mitzutragen/25948974.html


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხალხი, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, 8 წლისთავზე იგივე ფიგურანტები, ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია -ლაშა ნაცვლიშვილი თოქშოუში ,,არენა”
რას გვიპირებდა კრემლის მთავარი ჯალათი?
საქართველოს მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ - ამერიკული მედია
გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიმინალური გარჩევები
მონათა შვილთაშვილების ამბოხი ამერიკაში
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123