გზების დეპარტამენტი - სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენას 40 მილიონი ლარი მოხმარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 13 აგვისტო 2020, 13:10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარე რიონმა დააზიანა და ჩაწყვიტა ცენტრალური, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის ნაკიეთი-შოვის მონაკვეთზე მიწის ცალკეული სექციები და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცალკეული მონაკვეთები, რის გამოც მუნიციპალიტეტის 12 სოფელთან შეწყდა საავტომობილო კომუნიკაცია.

სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შემოვლით გზებსა და მდინარეებზე დროებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობით, დაგეგმილ ვადაზე ადრე, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მიმოსვლა ყველა სოფელთან აღდგენილია, თუმცა აუცილებელია გზების კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიეცა უფლება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებები შეისყიდოს შემჭიდროებული ვადების ტენდერების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

„აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები და გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხოლო შემდგომ ეტაპზე – სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები სრულად 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, – აღნიშნავენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიონი ლარით დაფინანსდება. დაფინანსების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2021 წელს გამოიყოფა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი