პრემიერის დავალება ფინანსთა მინისტრს - ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 13 აგვისტო 2020, 11:24

ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. შესაბამისი დავალება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს მისცა.

პრემიერის თქმით, ამ პერიოდში არ მოხდება საურავების დარიცხვა.

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამდენჯერმე მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
დავით ქართველიშვილი: ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების" არარსებული საფრთხეებით ფეიკ-განგაშებს რომ ტეხენ, სწორედ მათ უნდა დაუწესდეს განგაში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას
Euractiv: ივლისში, ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო დღეს
არქივი