განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 08 აგვისტო 2020, 23:09

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, 8 აგვისტოს, მაშინ როდესაც მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს და პატივს მიაგებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალის ყვავილების შემკობის ფოტოების დადებისთანავე, 150-ზე მეტი ყალბი ანგარიშიდან, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდოეთში, ტაილანდში, მაროკოში, ერაყში, პაკისტანში, თითქმის ერთდროულად განხორციელდა ე.წ. „ბოტების“ შეტევა.

ამ ფაქტით ნათელი ხდება, რომ გარკვეული ჯგუფები, პროვოკაციისა და მიზანმიმართული თავდასხმისთვის ასეთ ტრაგიკულ მოვლენებსაც კი იყენებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს“, – აცხადებენ უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი