კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ორი სატვირთო ავტომობის მძღოლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 08 აგვისტო 2020, 12:49

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ორი სატვირთო ავტომობის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1213 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა მხოლოდ სამი და არის 1216 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ ორით გაიზარდა და ჯამში, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 996-ია. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში  241 ინფიცირებული მკურნალობს.

გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 82-ია. სამივე ახალი შემთხვევა გახლავთ შემოტანილი. აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა. გუშინ გვყავდა 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ახალი პაციენტი არ დაგვმატებია, არც გამოჯანმრთელებულა. ინფექციურში მოთავსებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი