თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას და ვეუბნები, რატომ 200 და 300 და არა 500 ლარი ხალხს - გიორგი ვაშაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 07 აგვისტო 2020, 13:43

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე მტავრობის მიერ დაანონსებულ დახმარების პაკეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.

მისი თქმით, 5 მილიარდი საგარეო ვალის აღების პირობებში დახმარება უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო. 

"კაპიკები ხალხს - მილიონები მათ ჯიბეში. მეგობრებო, ეს უსამართლოა. თვალებში ვუყურებ ბატონ გახარიას, გუშინ თქვა თვალებში ჩამხედეთო - დიახ, თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, რატომ 200 და 300 ლარი, და არა 500 ლარი ხალხს, როცა 5 მილიარდი ავიღეთ ვალი საქართველომ, რომელიც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 170 ლარი ბავშვებს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული ღონისძიებების ახალი ეტაპი დააანონსა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 18 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სქესის შეცვლა 18 წლის ნაცვლად უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ყველაზე კორუმპირებულმა შემადგენლობამ: " ახლა ხომ არ გინდათო, ვიზალიბერალიზაცია გაგიუქმოთო?". იმ კახელისა არ იყოს, იკითხეს კაცო! უბრალოდ იკითხეს!
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
არქივი