ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით-მირიან ნიკოლაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
457 10 ივლისი 2020, 17:13
ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები გამოედევნენ გიორგის და სხვა ბავშვებს, რომლის შემდეგაც დადგა უმძიმესი შედეგი.

„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, ყველა მათგანთან დაკავშირებით, ექვსივე მათგანთან მიმართებაში თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, შემდგომ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით, მტკიცებულების საფუძველზე, თუმცა დღესდღეობით ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი