თენგიზ ცერცვაძე - კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 25 მაისი 2020, 23:41

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ ვირუსი ჩვენის ცხოვრების რიტმზე, წესზე და ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს, - ამის შესახებ ინფექციური  ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში ერთი და ორი შემთხვევა - ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ დღეში ათამდე ან ოცამდე შემთხვევა რომ იყოს, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება, მაინც ჩაითლება რომ საქართველო ეპიდემიის პირველ ეტაპს კარგად გაუმკლავდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი