ნელი დოროყაშვილის ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 25 მაისი 2020, 17:54

ამ ეტაპამდე გამოძიებასთან პრეტენზია არ გაგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ქალის ინტერესების შესაბამისად დაასრულებს გამოძიებას, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს.

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა“ ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატებმა საქმის გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუმცა მტკიცებულებების გასაჯაროვებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავეს. ამასთან ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა.

„გვსურს შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილ ქონებას განქორწინების დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად. ნელი დოროყაშვილი გაცილებით ნაკლებ თანხას დათანხმდა, რადგან არ სურდა, დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლოს მიდევნება. ის დათანხმდა მორიგებაზე. თანხა, რომელიც ჯერ არ გადახდილა, მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა. ეს ხდება გაწერილი ვადის მიხედვით. ასე რომ კამათი და ჭორები, რომ ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს უსაფუძვლოა. “, – განაცხადეს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
ლევან ნიკოლეიშვილი: ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება
არქივი