ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 25 მაისი 2020, 15:27

„სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში“ შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე ორი თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი