„კავკასიური სახლი“ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტს წერილით მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 24 მაისი 2020, 21:38
„კავკასიური სახლი“ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტს წერილით მიმართავს. გზავნილის ავტორები ყურადღებას გათავისუფლებულების პოლიტიკურ წარსულზე, მათ შეცდომებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე აკეთებენ.  წერილს ავტორებს უკვირს ისიც, რატომ უწყობს ხელს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი „კორუმპირებულ მილიტარისტს“ და  დანაშაულში მხილებულ მაღალჩინოსნებს.  

„პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის“, - წერენ წერილის ავტორები.

წერილი რამდენიმე საათის წინ გადაიგზავნა. ახლა „კავკასიური სახლი“ ვიოლა ფონ კრამო- ტაუბადელის გამოხმაურებას ელოდება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი  15 მაისს შეიწყალა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი