მთავრობის ადმინისტრაცია - დაწესებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცს, ნაწილი შესაძლოა, ეტაპობრივად მოიხსნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 24 მაისი 2020, 10:05
პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას, – აცხადებენ საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში.

„დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას.

ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

23 მაისიდან, საქართველოში გაუწმდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი,  თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, 15 ივლისამდე რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაციები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი