თენგიზ ცერცვაძ - ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
358 23 მაისი 2020, 23:27
საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ვერტიკალის, დაწყებული ექიმით დამთავრებული პრემიერით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზისმენეჯერი, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

„საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის და ჩვენი ვერტიკალის. ჩვენმა სახელმწიფო ვერტიკალმა, დაწყებული ექიმით დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზისმენეჯერი, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში, მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარებული იყო დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერი ეს იყო საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების პირობებში. დღეს ეს მოიხსნა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, მოიხსნა. აი, ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, რა მოხდება უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ერთი-ორი კვირის მერე ვისაუბროთ, რა მოხდა, ამის ანალიზი იქნება ძალიან საინტერესო.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც რომ შევინარჩუნოთ ჩვენ ეს მდგომარეობა, ამისთვის ჩემი მოწოდება არის ასეთი – ის, რაც ჩვენ გამოგვიმუშავდა ამ ხნის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ხშირად ხელების დაბანა, პირბადის გაკეთება. ხომ არ გვქონდა ეს თვისება? ახლა შევიძინეთ, თუნდაც ხელის არ ჩამორთმევა მისალმების დროს, თავის შეკავება ხალხმრავალი ქელეხებისგან, ხომ ყოფილა შესაძლებელი? აი, ყველაფერი ეს, რასაც აქამდე ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ნებაყოფლობით უკვე და არა იძულებით, შევინარჩუნოთ. აი, ეს გადაგვარჩენს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი