ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ევროკავშირი არაა მართალი, როცა გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ მსგავსი ინიციატივის მიღებას ვგეგმავთ ევროკავშირში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 27 აპრილი 2024, 11:29

გამჭვირვალობის კანონპროექტზე დისკუსიებიდან გვესმის, რომ შეიძლება მისი სახელწოდება არაა იდეალური და შესაძლოა სწორედ სათაური იწვევდეს შეშფოთებას, თუმცა მთავარია ის, თუ რა წერია ამ კანონპროექტში. თავად ევროკავშირი არაა მართალი, როცა ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ მსგავსი ინიციატივის მიღებას ვგეგმავთ ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კატარინა როთ ნევედალოვამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მაგალითად, მედიის კანონი, რომელიც უკვე მივიღეთ, მოიცავს მეტ გამჭვირვალობას უცხოურ ინვესტიციებზე, ევროკავშირის გარედან მედიის დაფინანსებაზე და იმავეს ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. გვსურს, გავაძლიეროთ საინფორმაციო რეესტრები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშს. არაერთი მათგანი იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან და მათ ღიად უნდა წარადგინონ ხარჯები, სტატისტიკა და ინფორმაცია. ამჟამად ეს ანგარიშვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ეხება, თუმცა ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიაში მზადდება, სწორედ ამას შეეხება. შეიცვლება კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, ეს არ შეეხება უცხოურ გავლენებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან, დააკონკრეტონ, საიდან იღებენ დაფინანსებას, რომ ჩვენ გამჭვირვალედ დავინახოთ, თუკი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მესამე ქვეყნიდან ფინანსდება. ამის მიზანი იგივეა, რაც საქართველოში შემოთავაზებული კანონპროექტის - მეტი გამჭვირვალობა და არ იყოს გავლენები სამოქალაქო სექტორში. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია, რადგან სამოქალაქო სექტორ დიდ თანხას ხარჯავს, ახდენს გავლენას ხალხზე და პოლიტიკურ პროცესზე. ამიტომ მკაფიოდ უნდა ჩანდეს, ვინ დგას ამ გავლენის უკან და ამომრჩევლებმა იცოდნენ ამის შესახებ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუსი: კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები
სუსი: დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ერთადერთი მიზანი „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას არის ის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ პროტესტისთვის და არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების შეცვლისთვის
გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის
შალვა პაპუაშვილი: მოგვიანებით, 19 აპრილის შეთანხმებით ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია
არქივი