შალვა პაპუაშვილი: მოგვიანებით, 19 აპრილის შეთანხმებით ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 08 მაისი 2024, 10:19

მოგვიანებით, ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარე აღანიშნავს, რომ პუნქტი 2019 წლის ივნისის პროტესტების დროს დაკავებულების შეწყალების შესახებ „ქართულ ოცნებას“ უცხოელმა პარტნიორებმა მოახვიეს თავს“.

„ამ გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე, რომლის თავდების თანხა "ევროპის დემოკრატიის ფონდმა" (EED) გადაიხადა. ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული ენჯეოები და პარტიები, ამ დღეებში, ყველაზე რადიკალური ქცევით გამოირჩევიან.

ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

გუშინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, არაორაზროვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ძალადობრივი შტურმი და საქართველოს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა. ევროპულმა სასამართლომ ასევე ცხადად დაადგინა, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის მიერ ძალის, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ.

თუმცა, ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ, რითაც „აღქმები“ პოლიტიკური დისკუსიის საფუძვლად აქციეს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზუსტი ადგილი, სადაც ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი
ძალიან ვწუხვართ ირანის პრეზიდენტის, ჩემი ძმის, იბრაჰიმ რაისისა და მისი დელეგაციის ვერტმფრენის ინციდენტის გამო
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
არქივი