კლერ დეილი: დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 25 აპრილი 2024, 18:53

აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი გადასაწყვეტია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის წევრმა კლერ დეილიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ზოგი წევრი მუდმივად იყენებს ევროპარლამენტის ტრიბუნას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მიზნით.

„არსებობს ზოგიერთი წევრი ევროპარლამენტისა, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ ღრმა ურთიერთობები სააკაშვილთან და საქართველოს ყოფილ ლიდერებთან. ისინი მუდამ იყენებენ ევროპარლამენტის ტრიბუნას, რომ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში ჩაერიონ და დროშა აღმართონ ამ კაცის დასაცავად, რაც გახლავთ საშინაო საქმეებში ჩარევა. მაგრამ ისინი წარმოადგენენ ევროპაში ხელისუფლების ცენტრების ხმებს? არ ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა კლერ დეილიმ.

მისივე შეფასებით, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში.

„მაგრამ რომ შევხედოთ უკრაინის საშინელ მდგომარეობას, ეს არის ის გზა, რომლისაც უნდა ეშინოდეთ საქართველოს მოქალაქეებს. დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი გადასაწყვეტია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, გარე ძალებმა ეს არ უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი