პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 05 მაისი 2024, 00:16

უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.
ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ისსააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ფაქტებზე, მიუღებელია
დიმიტრი ხუნდაძე 17 მაისის აქციაზე: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - ეროვნული იდენტობა
თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე: ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს, სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები იმართებიან ოპოზიციური ძალების მიერ
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანთა ქორწინება - ეს დავალება მიიღეს, გააკეთეს. თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება და არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს
არქივი