გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 25 აპრილი 2024, 15:58

ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის დასკვნა. ისინი, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის სესიას ესწრებოდა.

გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტში ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.

„უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით, მის თავისუფლებაზე. „ევროპის სახალხო პარტიისგანაც“ იყო, ევროსაბჭოსგან. ასე რომ, ადამიანები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, ბევრს მუშაობენ. მათ მარტო ევროპაზე ხომ არ აქვთ პასუხისმგებლობა, მთელ მსოფლიოზე აქვთ. დღეს ხომ დავინახეთ, როგორი ფართო იყო მათი განხილვის თემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს მაინც საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა. დღევანდელ დღეს უძღოდა დებატები. საბოლოოდ, მიიღეს დასკვნა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, სახელმწიფოს, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს და ეს ფაქტი ძალიან მახარებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი