შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 25 აპრილი 2024, 14:48

ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის ყველა ქმედება ადასტურებს, რომ ამ ჯგუფს ქვეყნის რადიკალიზაცია სურს.

„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას - მათ შორის ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის და ვხედავთ კიდევაც, რომ ეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს იყო დეპოლარიზაციის მიზნით. როგორი დეპოლარიზაცია გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ.

მისი [პრეზიდენტის] ყველა ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ ქვეყანა რადიკალური დღის წესრიგისკენ მიჰყვათ. რა თქმა უნდა, თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ, მათ შორის საკუთარი სიმრავლით, კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ საზოგადოება არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, საზოგადოება არ დათმობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, საზოგადოება არ დათმობს იმ წინსვლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და აღარ დააბრუნებინებს ამ ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი