საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 25 აპრილი 2024, 13:48
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ერთობლივად ჩაეტარებინა ღონისძიება და პატივი მიეგო გამოჩენილი აფხაზი მეცნიერისა და  საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას ხსოვნისათვის. ამ ადამიანის როლი  ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის ჯანსაღი წინაპირობების შექმნაში ძალიან დიდია. აფხაზეთში მიმდინარე პროცესი  ცხადად მიუთითებს  რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანების, საზოგადო მოღვაეებისა და მეცნიერების ჩართულობას პრობლემის დარეგულირების პროცესში. აფხაზეთში სეპარატისტული იდეოლოგიის აღზევების ფონზე, ამ მოვლენებში გარეშე ნეგატიური ფაქტორების - ცრუ და დაქირავებული მეცნიერები, ე.წ. უხუცესთაკონტრპროდუქტიული ინსტიტუტი, მეზობელი ქვეყნებიდან რეაქტიული ძალების მოზღვავება -  არსებობის პირობებში  გიორგი ძიძარიას სახელის წარმოჩენა და მისი ხსოვნისათვის პატივის მიგება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი, მისი დამსახურება  არ გვავიწყდება და არც არასდროს  დაგვავიწყდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების სამომავლო ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პარადიგმებში“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  თამაზ ხუბუამ.
აფხაზი მეცნიერის, გამოჩენილი ისტორიკოსის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორი გიროგი ძიძარიას დაბადების 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით გაიმართა. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. 
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი