გიორგი ჩაკვეტაძე: ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი'' ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად - ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 25 აპრილი 2024, 12:17
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ამ ჩანაწერით, ევროპის სახალხო პარტიამ რუსეთის ათწლეულების სურვილი გაიმეორა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქართველო მკაცრ და დროულ რეაგირებას ითხოვს.

"ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში. ,,აფხაზეთი'' ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად.
ჯერ რუსული დაუძახეს, რის მიღებასაც თავად აპირებენ. შემდეგ, სანქციებით დაიმუქრნენ პარლამენტარებმა კანონებზე არ იმსჯელოთო. ახლა კი, საერთოდ რუსეთის ათწლეულების სურვილს თვითონ იმეორებენ.
ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
პატრიარქი: ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და ერთად შევთხოვოთ უფალს მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის
წმინდა ცეცხლი საქართველოშია
პატრიარქი: გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!
პატრიარქი - მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება
არქივი