მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 28 მარტი 2024, 23:56
როცა ასეთ ფორმატს იყენებ მარტო იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხო, მერე მე მელაპარაკები, რომ შენ გტკივა ყველაზე მეტად ოკუპაცია და შენ ხარ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც მერე საარჩევნო ყუთთან დადგებიან, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩავარდნის საკითხზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„არის საერთაშორისო ფორმატები, რომელიც მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ქართველმა პოლიტიკოსმა უნდა გამოიყენოს ერთადერთი საქმისთვის - საქართველოს ინტერესების დასაცავად. შიდა პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკა. უნდა ვისწავლოთ, რომ [ქვეყნის] გარეთ დავიცვათ ქვეყნის ინტერესები. როცა ამის შესაძლებლობა არის, ხომ შეიძლება რომ ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ყველას გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ყველას გვტკივა ოკუპაცია. იმაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ შეაქე „ქართული ოცნებაო“, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა გადავიდეს შემდგომ ეტაპზე, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, გაჩნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები. მათ შორის უკრაინაზე იყო დიდი ნაწილი [რეზოლუციის] ტექსტის. ისე გამოვიდა, რომ არ ჩამოყალიბდნენ, თუ ვერ ჩამოყალიბდნენ [ოპოზიცია]. მე უფრო მგონია, რომ არ ჩამოყალიბდნენ. როგორ შეიძლება ვერ ჩამოყალიბდე - წაიკითხო სულ რაღაც ხუთწუთიანი დოკუმენტი და ვერ ჩამოაყალიბო აზრი, ეს კარგია, თუ ცუდი შენთვის, ქვეყანასაც რომ თავი დავანებოთ. ზუსტად ასეთ ფორმატებში შეგიძლია იბრძოლო შენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, როცა ევროპარლამენტარია იქ წარმოდგენილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტარები, აბა სხვა რა მექანიზმი გვაქვს ჩვენ - პარლამენტის წევრებს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. როცა ასეთ [საერთაშორისო] ფორმატს იყენებ მარტო იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხო, მერე მე მელაპარაკები, რომ შენ გტკივა ყველაზე მეტად ოკუპაცია და შენ ხარ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც მერე საარჩევნო ყუთთან დადგებიან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი