საქართველოს ნაკრების ექიმის თქმით, ლევან შენგელია რამდენიმე კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას კი დაჭიმულობა აქვს და დიდი ალბათობით 30 მარტს „ატალანტას“ წინააღმდეგ მოედანზე იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 28 მარტი 2024, 21:00
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ექიმის, დავით ხარაბაძის თქმით ლევან შენგელია რამდენიმე კვირაში ვარჯიშს დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ დაჭიმულობა აქვს და დიდი ალბათობით 30 მარტს „ატალანტას“ წინააღმდეგ მოედანზე იქნება.

„ლევან შენგელიას აქვს საკმაოდ რთული ტრავმა, სავარაუდოდ ეს დიდ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და სადღაც 4-დან 6 კვირამდე იქნება მისი გამოჯანმრთელების ვადები. რაც შეეხება კვარაცხელიას, აქვს საშუალო ხარისხის დაჭიმულობა და რამდენიმე დღეში ის გუნდს შეუერთდება“, - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი