შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეათე წლისთავი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მოპოვებულ ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 28 მარტი 2024, 16:04

ზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.

„ზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში. ბევრი მოელოდა ხალხის საქართველოდან მასობრივ გასვლას, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და საინტერესო გამოცდილებების მიღების საშუალება მისცა. ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეათე წლისთავი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მოპოვებულ ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს. ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ყველაზე ბოლოს ჩინეთთან. ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით სხვა ქვეყნებთანაც, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე „პასპორტის გლობალურ ინდექსში“ ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 121 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ. რაღა თქმა უნდა, გველოდეთ #EURO2024-ზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა
რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ბიზნესასოციაცია: გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დაუახლოვდა ევროპას
მამუკა მდინარაძე - რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რატომ ატყუებთ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ იკადრეს
არქივი