პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 28 მარტი 2024, 14:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაური სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.1

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართა
რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ბიზნესასოციაცია: გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დაუახლოვდა ევროპას
მამუკა მდინარაძე - რა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რატომ ატყუებთ ხალხს? ეს არის უბრალოდ შანტაჟი, რომელიც ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ იკადრეს
არქივი