მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე - გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით პასუხი მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც ჩემს გადაწყვეტილებაზე კითხვები ჰქონდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 27 მარტი 2024, 14:44
ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ვინმე ბოდიშს მოუხდის.

„ჩემთვის პირადად რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს [რომ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო]. პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე მეტს, რაც თავად სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე ბოდიშს მოიხდის, თუმცა შესაძლოა, ვინმემ ის პოზიცია მაინც დააფიქსიროს, რომ ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ან შეფასებები მიიღეს. სიმართლე გითხრათ, არც ამის იმედი მაქვს. ყოველი შემთხვევისთვის, პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და ალბათ სხვასაც მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მოსამართლემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი