ოლაფ შოლცმა მხარი დაუჭირა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზღვრებზე კონტროლის დაწესების გეგმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 27 მარტი 2024, 14:39

გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზღვრებზე კონტროლის დაწესების გეგმას. მისივე თქმით,ამაში ახალი არაფერი არ არის და მსგავსი ზომები სხვა მასობრივი ღონისძიებების დროსაც იყო გამოყენებული.

„ეს არის გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ევროპაში ვიყენებთ და რომელიც უსაფრთხოებას ემსახურება. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა შოლცმა.

მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, განაცხადა, რომ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა საზღვარზე განახორციელებს სასაზღვრო კონტროლს, რათა გერმანიაში არ მოხვდნენ პირები, ვინც ძალადობრივ დანაშაულს ჩაიდენს.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რადიკალ ისლამისტებს და სხვა ექსტრემისტებს, ასევე საფეხბურთო ხულიგნებს, აგრეთვე კიბერთავდასხმებისგან ქსელების უსაფრთხოებას“, – თქვა ფეზერმა.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანაში ტარდება და ის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი