ირაკლი კობახიძე: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 27 მარტი 2024, 14:19

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან.

„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისა და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: აუცილებელია, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების დაცვა
ირაკლი ღარიბაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: ქვეყანაში რეგისტრირებულია 31 041 „ენჯეო“. თითო კაცი მაინც ხომ ეყოლება ამდენ ორგანიზაციას? თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერჯერობით ამის მესამედი ვნახეთ, ამაში უჩვეულო არაფერია
ირაკლი ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ისინი ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? ეს რეზოლუცია არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი
შალვა პაპუაშვილი - ვინმე თუ ფიქრობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება, რათა დაიცვას დამოუკიდებლობა და მამულის, ენის და სარწმუნოების ტრიადა, უკვე აჩვენებს, რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას
არქივი