ვახტანგ მეგრელიშვილი - გადატვირთვას და შერიგებას ის შინაარსი აქვს, რომ რაღაც წერტილის შემდეგ იწყებ ახლიდან, ნიკა მელიას გამოშვებაც ამის საწინდარი უნდა გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 10 მაისი 2021, 12:19

ვფიქრობ, ნიკა მელიას გამოსვლა, შინაარსობრივად, უკვე მიშელის ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს, ­- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ- ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მელია გათავისუფლდება, ამნისტიის კანონის მიღების საჭიროება მაინც დგას. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პარლამენტში და მათი აზრის გათვალისწინებაც მოხდება.

„სინამდვილეში ნიკას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. ვისურვებდი, რომ ორი დოკუმენტი, განხილვების შედეგად, გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად. ის, რომ ნიკას პატიმრობის სახით ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის პრიორიტეტულია არა კონკრეტული მუხლები, რაც კანონპროექტში ჩაიწერება, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მწვავე დაპირისპირებაში აღარ იყვნენ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს, ამასთან დაკავშირებით მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლა გარკვეულწილად ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს.

„სინამდვილეში, ნიკა მელიას გამოსვლა უკვე შინაარსობრივად გარკვეულწილად ამ ხელშეკრულებასთან მიერთებას ნიშნავს, რადგან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეა, ნიკა მელია ამით სარგებლობს და ციხიდან გამოდის. ვიცი, რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ყველას გვესმის, რომ შინაარსობრივად ეს ამ პროცესის დამსახურებაა. ნიკა მელია თავისი გადაწყვეტილებით ამ პროცესის ნაწილი გახდა. რთული იქნება სხვანაირად ამის გაგება.

ყველამ რთული პროცესი გავიარეთ. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაშიც იქნებოდა განსხვავებული მოსაზრებები სტრატეგიასთან დაკავშირებით. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ლიდერი არ ჰყავდათ თავისუფლებაზე. ამას მივიჩნევ რაღაც შეუთანხმებლობას. ეს ოპოზიციის შიგნითაც ხდება, მაგრამ გადატვირთვას და შერიგებას ის შინაარსი აქვს, რომ რაღაც წერტილის შემდეგ იწყებ ახლიდან. ნიკა მელიას გამოშვებაც ამის საწინდარი უნდა გახდეს და ამ პარტიაშიც რაღაცნაირად სტრატეგია ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
არქივი