ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში ყოფნისას გიორგი გახარიას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 14 აპრილი 2021, 20:14

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში ყოფნისას საუბარი ჰქონდა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან. 

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, გიორგი გახარიასთან არ უსაუბრია კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე, ვისაუბრეთ უფრო ფართო საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება, გააჩნდეს, რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულზე არაფერზე გვისაუბრია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კრამონმა ასევე კომენტარი გააკეთა გახარიას მიერ პარტიის დაარსების გეგმაზე.

​„ადამიანებს თუ სურთ, ახალი პარტია დააარსონ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რათა დაძლეული იყოს კრიზისი, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს. ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი“, –  ამის შესახებ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არაოფიციალური ვიზიტით ორი კვირის წინ იმყოფებოდა და შეხვდა ქართული ოცნების, ლელოს და სხვა რამდენიმე პარტიის ლიდერს.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის. მისმა გუნდის წევრებმა ქართული ოცნება დღეს დატოვეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი