დაქირავებულ ფართში სოციალურ ღონისძიების ჩატარებისთვის დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარი, იურიდიულ პირს - 10 ათასი ლარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 08 აპრილი 2021, 14:42

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მთავრობის ­დადგენილებით, პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც დაქირავებულ ფართში სოციალურ ღონისძიებას ჩაატარებს.

ღიბრაძის განმარტებით, დადგენილების დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, იურიდიულ პირს - 10 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთანავე, მისი თქმით, ფართის მფლობელი ვალდებულია გააფრთხილოს დამქირავებელი მის ფართში სოციალური ღონისძიებების აკრძალვის შესახებ და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პუნქტები უნდა შეიტანოს ხელშეკრულებაში, რომელსაც დამქირავებელთან გააფორმებს.

„მფლობელის პასუხისმგებლობა არის გაწერილი იმ დონეზე, რომ ის ვალდებულია, გააგებინოს დამქირავებელს, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ შეიძლება. არსებული დადგენილებით პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს, ვინც ღონისძიებას ჩაატარებს, რომელიც არ არის მოქცეული რეგულირების ფარგლებში. მას დაეკისრება აქამდე არსებული ყველა სანქცია, ფიზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 10 ათასი ლარი. მფლობელმა დამქირავებელს უნდა აცნობოს წინასწარ, რომ აკრძალულია მსგავსი ღონისძიების ჩატარება და მის ფართში ეს ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება დაჯარიმდეს. როდესაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი ის პუნქტები, რომელიც არის დადგენილი მთავრობის მიერ,“ - განაცხადა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებაში ასახული ცვლილებების შესაბამისად, იკრძალება საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა. ცვლილების თანახმად, იკრძალება ფართის გადაცემა/დათმობა სასყიდლით ან უსასყიდლოდ სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით, როგორიც არის ქელეხი, იუბილე, ქორწილი და ა.შ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი