შალვა პაპუაშვილი - არანაირი მოლოდინი სანქციების დაწესების არ გვაქვს, თუ ადამიანი კანონს არღვევს, ამას უნდა მოჰყვეს რეაქცია და რეაქცია რომ იყო სწორი და კანონიერია, ამასთან კითხვის ნიშანი არავის აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 25 თებერვალი 2021, 11:37
არავის ეჭვიც კი არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოხდა კანონის დარღვევა და რომ მისი დაკავება იყო სამართლებრივად გამართლებული და კანონიერი მოქმედება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საერთაშორისო კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
„ამას აქვს ასევე მეორე - პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, დიდ სურათში რა თქმა უნდა, კარგად არ ჩანს, როცა პარტიის თუნდაც ფორმალურ თავმჯდომარეს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და ეს არის ოპოზიციის გეგმის ნაწილი, როცა მათი მხრიდან ხდებოდა დემონსტრაციულად კანონის დარღვევა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა, რომ მომხდარიყო მისი დაპატიმრება. მას შეეძლო ეს გირაო გადაეხადა და თავიდან აეცილებინა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება, მან საკუთარი თავი მოაქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

არანაირი მოლოდინი სანქციების დაწესების არ გვაქვს, რადგან სამართლებრივი შეფასებები მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის და ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი. მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, რომელიც არავისთვის არის სასიამოვნო, მათ შორის, არც ჩვენთვის, როცა პარტიის თავმჯდომარე აიძულებს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ის მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასამართლოს შეიძლება ვინმე ენდობოდეს ან არ ენდობოდეს, მაგრამ რაიმე კითხვის ნიშანი აქვს თუ არა საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ თუკი ადამიანი კანონს არღვევს, ამას უნდა მოჰყვეს რეაქცია და რეაქცია რომ იყო სწორი და კანონიერია, ამასთან კითხვის ნიშანი ხომ არავის აქვს?!" - განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი