ალეკო ელისაშვილი - ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და ახლა სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 25 თებერვალი 2021, 11:25

კატეგორიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას პარლამენტში კულტურის კომიტეტი, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის და ამ გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირსება დამატებითი ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რა საჭიროა ახლა ცალკე კომიტეტი პარლამენტში? რა საჭიროა, ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნა? ეს არის უბრალოდ გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე კულტურაში დასაქმებულ ხალხს ყურადღება, ერთ მთლიან შენობაში, სადაც განათლების სამინისტროც არის, ის ვერ აქცევს? არის აბსურდი, ამას რა თქმა უნდა, მხარს არ ვუჭერ. ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და ახლა სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან, რადგან მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული, უბრალოდ, სხვა ახსნა არ მაქვს და თვითონაც არ უთქვამთ სხვა არგუმენტი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტსა და რეგლამენტში შესატან ცვლილებებს დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი