ყაზბეგის მერი - რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 17 იანვარი 2021, 13:10

ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

„მოგეხსენებათ 11 იანვრიდან, ჯვრის უღელტეხილის კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაკეტილია ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო. ადამიანებს, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით ჩარჩნენ, გუშინ დავეხმარეთ საკვები პროდუქტებით, დაახლოებით 100-მდე ადამიანია ასეთი, 14 ადამიანი გადავიყვანეთ სასტუმროში. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები კობი – გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის ჩართვისთვის. იცით, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩართვა, ვინაიდან იყო ძლიერი ქარი. მიმდინარეობს სამუშაოები რომ მოსახლეობა გადავიყვანოთ. რთული სიტუაციაა უღელტეხილზე, შესაბამისად ძნელი იქნება საუბარი, როდის აღდგება მოძრაობა, გააჩნია, თუ შეგვიწყობს მეტეოროლოგიური ვითარება ხელს, თავისთავად დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი