ირაკლი კობახიძე - მანდატების გაუქმების საკითხი, სავალდებულო წესით, თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 16 იანვარი 2021, 15:57

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი სავალდებულო წესით, განხილული უნდა იყოს პარლამენტში, თებერვლის პირველივე კვირაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პაკეტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც შემოვა მარტის დასაწყისში სავარაუდოდ და ამ დასკვნის გათვალისწინებით გაგრძელდება ბუნებრივია, მუშაობა ამ პაკეტზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის მოსმენა.

რაც შეეხება დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას, ეს საკითხი სავალდებულო წესით უნდა იყოს განხილული თებერვლის პირველივე კვირაში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი - 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში
კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურდა თბილისში - 165, არც ერთი არ გამოვლენილა მცხეთა-მთიანეთში
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და ინტეგრაციას ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში ვერ შეუქმნის საფრთხეს
არჩილ თალაკვაძე - 100 წლის შემდეგ, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე
არქივი