შალვა პაპუაშვილი - როდესაც ესა თუ ის პარტია აცნობიერებს, რომ არ არსებობს მათი პრეტენზიების დამადასტურებელი ფაქტები, რთულია ერთობის შენარჩუნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 16 იანვარი 2021, 12:36

ყველა კონსტრუქციული ინიციატივა, მათ შორის  საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული, ყოველთვის მოდიოდა „ქართული ოცნებიდან“ და ასე იქნება შემდეგაც, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უკვე გამართული მოლაპარაკებების რაუნდებისა და მოსალოდნელი მეხუთე რაუნდის საკითხზე საუბრისას.

„ზოგადად, ოპოზიციური ერთობა, რომელზეც იყო საუბარი, ვხედავთ რომ იყო ქიმერა. არ ეფუძნებოდა არაფერს ძირეულს, გარდა იმისა, რომ რატომღაც რამდენიმე პარტია დადგა პოზიციაზე, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში იყო ე.წ. ტოტალური გაყალბება. მას შემდეგ, რაც ეს მთლიანი მითი ჩამოიმსხვრა და არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რაღაც სხვადასხვა რიცხვი, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, ყველა გაბათილდა. დამტკიცდა, რომ ყველაფერი იყო პირიქით და რომ 31 ოქტომბრის შედეგებზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების ნება. ვფიქრობ, ამის გაბათილება გარკვეულწილად გამოიწვევს უთანხმოებასაც ამ პარტიებს შორის, რადგან რთულია სიყალბეზე აწყობილ კამპანიაში ჩართულობა. როდესაც ესა თუ ის პარტიები რაღაც მომენტში აცნობიერებენ, რომ არ არსებობს არაფერი, რომელიც ადასტურებს პრეტენზიების სინამდვილეს, რთულია ერთობის შენარჩუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მთელი საზოგადოება დარწმუნდება, რომ თუკი ვინმე მოლაპარაკებების მაგიდასთან იყო კონსტრუქციული, ეს იყო „ქართული ოცნება“.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, თუ არ ვცდები, 12 ნოემბერს, შესთავაზა ოპონენტებს რომ მომხდარიყო დიდი ნაწილის გადათვლა და უარი თქვეს მაშინ ამაზე. „ქართული ოცნება“ სთავაზობს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საარჩევნო რეფორმის დიდ ნაწილს. სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო და მათ შორის ამაზე პარტიაშიც ვფიქრობდით არჩევნების შემდეგ, როდესაც ვნახეთ, რომ ეს ადამიანური ხარვეზები, რომელიც წლებია, მოჰყვება ჩვენს არჩევნებს, არითმეტიკულ საკითხებს უკავშირდება და დღევანდელი ტექნოლოგიებით შეიძლება, ადვილად გადაიჭრას. ასე რომ, ყველა კონსტრუქციული ინიციატივა ყოველთვის მოდიოდა „ქართული ოცნებიდან“ და ასე იქნება შემდეგაც”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მათი პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ უკვე თვეზე მეტია, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა და საკმაოდ აქტიურები ვართ. აქტიურად ვმუშაობთ და ჩვენ გარკვეულწილად მოვისაკლისებთ ოპოზიციას. კარგი იქნება, თუ ისინიც შემოვლენ, როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენთვის და უპირველეს ყოვლისა მათი ამომრჩევლებისთვის, რომ მათი ხმა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენ მათ ველით, იმედია, რომ შეთანხმდებიან და შემოვლენ პარლამენტში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი