ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რათა მეხუთე რაუნდი წინა რაუნდების მსგავსი არ გამოვიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 16 იანვარი 2021, 11:25

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„ახლა ჩვენ ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები. თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებამდე“ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს მოთხოვნებზე „ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტი ისეთი ფორმატით შედგეს, რომელიც მათი განხორციელების საშუალებას მოგვცემს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთლიანად პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და რაღაცნაირად გადავლახოთ ის ეტაპი, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ მუდმივად ვართ ამ რეჟიმში.ალბათ მომავალი კვირიდან თითქმის სრულ სპექტრს შევხვდებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროპარლამენტში ჩადის გვარამია, გიული ალასანია და ამ რეზოლუციას იღებენ, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რომ აქაც ფულია დახარჯული
გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს სამეგრელოში გაიმართება
არქივი