300 ბინა დევნილებს-რა განცხადებას ავრცელებს სამინისტრო ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1818 05 დეკემბერი 2020, 12:41
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

„მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.“, - ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი