დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 29 ნოემბერი 2020, 14:21

 დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@idp.gov.ge გააგზავნონ.

„სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე: 511 139 724; 511 139 723; 5 99 006 581.

ნებისმიერი შეკითხვისა და კონსულტაციისთვის კი, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს Facebook გვერდს.

არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს“, - ნათქვამია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი