ირაკლი პეტრიაშვილი - პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა სამუშაო ადგილებზე ქალთა შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 26 ნოემბერი 2020, 12:42

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური საბჭოს სხდომაზე მსოფლიო პროფკავშირების ლიდერები ტელეხიდის მეშვეობით შეიკრიბნენ და გამართული დებატების უმეტესი ნაწილი მსოფლიოში კოვიდ სიტუაციის განხილვას და 2021 წლის გეგმებს შეეხო.

შეხვედრაში საქართველოს სახელით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ამავდროულად ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი და მსოფლიო პრფკავშირების ვიცე-პრეზიდენტია.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს შრომით სფეროში არსებულ გამოწვევებსა და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ მზარდ უმუშევრობაზე, მოისმინეს ქალთა და ახალგაზრდული პრობლემები.

ირაკლი პეტრიაშვილმა, ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტის რანგში წარმოადგინა ევროპის რეგიონის, მათ შორის საქართველოს პრობლემები და გამოწვევები, განიხილა უკრაინაში არსებული შემაშფოთებელი ვითარება, სადაც პროფკავშირების შესახებ კანონის შეცვლასა და გაერთიანების უფლებების შეზღუდვას ცდილობენ, იმსჯელა ბელარუსში არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე თურქეთში ერდოღანის დიქტატორული რეჟიმის მიერ, დამოუკიდებელი პროფკავშირის DISK-ის ლიდერების დაკავების ფაქტზე.

საბჭოს სხდომა დაემთხვა ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულს. ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით ახლა, COVID-19–ის პანდემიის პირობებში.

„პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა სამუშაო ადგილებზე ქალთა შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტები, რაზეც ყველა ოფიციალური მონაცემები მეტყველებს. კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ის სექტორი, სადაც დასაქმებული არიან ქალები, მაგალითად: მომსახურების სექტორი - სასტუმროები, რესტორნები; ვაჭრობის სექტორი. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში დასაქმებული ქალები - დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ. 

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 43 800-ით, მათგან კი 99% (43,4 ათასი) ქალია. Covid-19-ის შედეგად გენდერული ნიშნით ძალადობამ და შევიწროებამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეშიც. გარდა ამისა, სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო იმ მშრომელებისათვის, ვინც მუქარის და ოჯახური ძალადობის პირისპირაა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მათ შორის საქართველოსა და სხვა არაერთ ქვეყანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის რატიფიცირების შესახებ - შრომის სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ცალკეული ქვეყნების სიტუაციები; პანდემიის პერიოდში ადამიანისა და პროფკავშირული უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები; ყაზახეთის რესპუბლიკის პროფკავშირების და ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციაში განვითარებული მოვლენები, დასაქმებულთა უფლებების მასიური დარღვევის, პროფკავშირების დევნისა და შევიწროების ფაქტები. 

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია გეგმავს კამპანიებს, რომლის დახმარებითაც შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მშრომელთა ფუნდამენტური უფლება უნდა გახდეს. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
ანტიკორუფციული ბიურო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადება, რომ მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს, არის სიცრუე
არქივი