ირმა ინაშვილი - ჩემთვის შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე, უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
442 25 ნოემბერი 2020, 15:16

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. თუმცა ინაშვილი აღნიშნავს, რომ დეტალები კონფიდენციალურია.

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია იგივეა, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.

„გრძელდება ჩვენი შეხვედრები, უაღრესად ვაფასებ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების ჩართულობას, ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ ისინი, კონკრეტულად, საქართველოში ევროკავშირის ელჩი და აშშ-ის ელჩი, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია ის რეალობა, როცა პოლიტიკური ძალები დამოუკიდებლად წყვეტენ საკითხს, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ქვეყნის სხვადასხვა შიდა პრობლემასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას და ამ პროცესში თანამონაწილეობას.

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, მე დეტალებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან კონფიდენციალურია ეს დეტალები, მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესი, ჩვენ ვემზადებით მესამე რაუნდისთვის. სივრცე ყოველთვის არის, იმიტომ არის ეს დიალოგი, რომ სივრცე არის დარჩენილი. შემიძლია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ცესკო-ში, ეს ყველაფერი მიბმულია უკვე იმ საკითხთან, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ამაში არის გამოსავალი.

წითელი ხაზები უნდა წაიშალოს. დისკუსიის და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე, ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ უნდა შედგეს 8 მარტის ტიპის შეთანხმება, მემორანდუმი ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები, ასეთ შემთხვევაში უკვე ვილაპარაკებთ იმ ცვლილებებზე, რაზეც ვისაუბრე. თუ არ შედგება ასეთი მკაფიო შეთანხმება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ ქუჩის საპროტესტო აქციები, დიდი ბრძოლა გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში, იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ“, – განაცხადა ინაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამ კანონპროექტზე უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
არქივი