კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დადასტურდა თბილისში -1 602 შემთხვევა, იმერეთში – 772, აჭარაში – 447
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 22 ნოემბერი 2020, 11:33
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის  4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას  მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულიაკორონავირუსის 104 732 შემთხვევა. 

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში – 24,  აჭარაში – 13, იმერეთში – შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო ქართლში – სამი, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა“,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 147, იმერეთში – 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 114, იმერეთში – 45.  3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 – თბილისში, 1 659 – აჭარაში, 310 – იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313“,- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიდაკვარტალური ეზოების რეაბილიტაცია
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო, ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან
შალვა პაპუაშვილი - იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, რომელიც მათ გამჭვირვალობას ეხება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
არქივი