ცესკო - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები მას შემდეგ გამოქვეყნდენა, რაც ცესკო ყველა უბნის მონაცემს დაითვლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 21 ნოემბერი 2020, 23:32

 ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლის, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, წინასწარი შედეგების გამოქვეყნების მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში result.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.

რაც შეეხება ქუთაისს, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მერის რიგგარეშე არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 27%-ია დამუშავებული, რაც 35 საარჩევნო უბნის შედეგია.

„შედეგები ამ მომენტიდან მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებ-გვერდზე და მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, -განაცხადა ნათია იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი