ბათუმის საოლქო კომისიასთან „ალტერნატივამ“ „სირცხვილის კორიდორი" მოაწყო - ორგანიზაციის წევრები კანონდარღვევისთვის დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 21 ნოემბერი 2020, 23:17

„მონებო, მონებო“, - ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას გამართა.

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან  მოძრაობა „ალტერნატივამ“ „სირცხვილის კორიდორი" მოაწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამენ და   ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, „სირცხვილის კორიდორებს“ უწყობენ საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა წარმომადგენელს, ვისაც უბნებიდან ოლქში მოაქვს ბიულეტენები.

შენობის შესასვლელთან ისმოდა ხმამაღალი მუსიკა და შეძახილები – „მონებო“, „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“. 

მოგვიანებით, პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, რადგანაც, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის თქმით,  აქციის მონაწილეები არღვევდნენ კანონს და ხელს უშლიდნენ საოლქო კომისიას მუშაობაში. 

კოტე ანანიაშვილის განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„მათ მიეცათ არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დისტანცია დაეცვათ და ისე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, თუმცა პოლიციის ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს
ია მეტრეველი: 29 აპრილს ქუდზე კაცი პარლამენტის წინ
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს - მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
არქივი