ანა ნაცვლიშვილი თამაზ გაიაშვილის განცხადებაზე - ეს მისი პირადი პოზიციაა, პარტიის პოზიცია არის აბსოლუტურად განსხვავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 21 ნოემბერი 2020, 15:15

„ლელოს ათასობით წევრი ყავს და ამ ათასობით წევრს ყველას აქვს თავისი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ თითოეული წევრის სხვადასხვა საკითხზე გამოთქმული პოზიციის კომენტირება დავიწყოთ, თუ მეკითხებით ლელოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ცნობილია რომ ლელო მხარს უჭერს ევროატლანტიკურ კურსს“ – ასეთ კომენტარს აკეთებს  „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე მისი თანაპარტიელის თამაზ გაიაშვილის განცხადებაზე, რომელშიც იგი  რუსეთთან ჩატეხილის ხიდის აღდგენასა და კეთილმეზობლური ურთიერთობის მიღწევის მნიშვნელობაზე  საუბრობს.

 

ჟურნალისტის კითხვას, ემიჯნება თუ არა კახა კოჟორიძე მისი თანაპარტიელის თამაზ გაიაშვილის განცხადებას, კოჟორიძე პასუხობს, რომ ეთანხმება ლელოს პოზიციას, პარტიის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

კახა კოჟორიძის მსგავსად თამაზ გაიაშვილის განცხადებას პირად მოსაზრებად მიიჩნევს „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ლელოს გამოკვეთილი ევროატლანტიკური კურსი აქვს.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და ოკუპაციასტან მიმართებაში ლელოს პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, ეს მისი პირადი პოზიციაა პარტიის პოზიცია არის აბსოლუტურად განსხვავებული, რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე როცა ვსაუბრობთ მოცემულობა არის რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ამ სასტარტო მდგომარეობიდან შეიძლება დიალოგი და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დიალოგის ფორმატებზე ფიქრისას მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ მოვახერხოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყონ მსოფლიოს ლიდერები და პირისპირ რუსეთთან ლაპარაკი არ არის არც სწორი და არც მიზანშეწონილი საქართველოსთვის, ამიტომ,  ყველა დიალოგი რაც იარსებებს უნდა იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული „- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა მსგავს მნიშვნელოვან თემაზე ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ უთანხმოებას, ან ხომ არ მოყვება რაიმე რეაგირება, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით შეხედულებებს პარტიის პოლიტსაბჭო აყალიბებს შესაბამისად პარტიის პოზიციას ვერ აყალიბებს პარტიის ვერც ერთი წევრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი