ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
252 21 ნოემბერი 2020, 11:53
ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილი აცახდებს, დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს. დღესაც ამ რთულ პერიოდში, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა.

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია“,- განაცხადა ივანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მითხრეს, რომ რამდენიმე ტელევიზიამ ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის გაჭრაზე ინფორმაცია არ გაავრცელა, როგორც ჩანს, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნასაც უმალავენ ხალხს
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და მუქარაში ბრალდებული დააკავა
ირაკლი კობახიძე: ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში; გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა
გია აბაშიძე: ჩალისფასიანი რაღაც რეზოლუციებით კორუმპირებული ევროკანონმდებლები ჩვენს საზოგადოებას ვერანაირად დააშანტაჟებენ მანიპულაციური განცხადებებითა და სუვერენიტეტზე თავდასხმებით
არქივი