"მწყემსიც ვიყავი და ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯზე ვხატავდი", - უშგულელი სალვადორ დალის შემოქმედება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
504 15 ნოემბერი 2020, 12:57

უშგულელი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც ქართველ სალვადორ დალის უწოდებდნენ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


ფრიდონ ნიჟარაძის სახელი საზოგადოებისთვის არცთუ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წლის 2 ნოემბერს  „ქარვასლაში" გაიმართა.


„ასაკოვანი ოსტატი მთელი ცხოვრება ხატავს, თუმცა დიდება და აღიარება მხოლოდ 75 წლისას ეწვია. ბავშვობაში ფუნჯის ნაცვლად ყველაფერს იყენებდა, რაც ხელში ხვდებოდა, იქნებოდა ეს ნახშირი თუ ქვის ნატეხი. ადგილობრივები მას ტყუილად კი არ ეძახიან სალვადორ დალის. მის ტილოებზე კაშკაშა ფერებით არის დახატული კოსმოსური სახეები. სტილისტიკა ნამდვილად წააგავს სიურრეალიზმს – სტილს, რომელშიც ესპანელი მხატვარი მუშაობდა", - წერდა მისი შემოქმედების შესახებ ბრიტანული გამოცემა. 


შედევრების დიდი ნაწილი მხატვარმა წლების წინ კაპიკებად გაყიდა, ძირითადად, ტურისტებზე.  მისი სახლის კედლებზე სულ რამდენიმე ტილოა შემორჩენილი.  


ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს თავის ამბებს: "ბავშვობიდან ვხატავ. შუახევში დავიბადე, მთლად ტიტლიკანა თოვლში გამოვდიოდი და იქ ნახშირით და ცარცით ვხატავდი, ფარდას ვინ მომცემდა?! მფრინავ ადამიანებს ვხატავდი ხოლმე, მერე ქუთაისში სამთო-ტექნიკურში ვიყავი, შემდეგ ჯარში, ბოლოს კი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მწყემსიც ვიყავი და ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯზე ვხატავდი. სამხატვროს დამთავრების შემდეგ, ფსიქიატრიულში მოვხვდი, რადგან ეკლესიის სიწმინდეები დავიცავი, იქ სისხლისგან დამცალეს და იმის მერე ნევროზის წამლებს ვსვამ. ასეა, ხალხი ხან ბრბოა და ხან ბრძენი, მე უფრო ბრბოდ მიმაჩნია. თემური წყობილებიდან დაწყებული დღემდე, ნახეთ ცივილიზაცია რა დღეშია"...















სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბის შეხვდა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე: ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც
არქივი