Survation-ის კვლევა - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 30 სექტემბერი 2020, 22:38

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. 

ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჭარაში ჩაატარა. 

შეკითხვაზე, დღეს რომ ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

83% თითქმის დარწმუნებულია, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 6%, 50-50 - 9%, არ მიიღებს მონაწილეობას - 2%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

ანზორ ბოლქვაძე "ქართული ოცნება" - 65,1%.

მიხეილ ბოლქვაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,9%.

ჯამბულ ხოზრევანიძე "ლელო" - 5,3%.

ტარიელ ნაკაიძე "ევროპული საქართველო" - 3,3%.

ზორბეგ ბერიძე "პატრიოტთა ალიანსი" - 1,2%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 3,2%.

აჭარის ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

"ქართული ოცნება" - 65,9%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,4%.

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 4,2%.

"ლელო" - 4,2%.

"ევროპული საქართველო" - 3,0%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 1,0%.

"ლეიბორისტული პარტია" - 0,8%.

"თავისუფალი დემოკრატები" - 0,5%.

სხვა - 1,0%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში. ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 12-19 სექტემბერს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში, გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი